LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამკვირვებლებმა ბოლოს მითხრეს: ყოჩაღი ქალბატონი ხართ“- 60 წლის აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებზე

617
ხელოვნუი ინტელქტი

მომავალი სტუდენტების რიგებში წელს 60 წლის ინგაცაა. აბიტურიენტი, რომელიც სოციალურ ქსელში საკუთარ გამოცდილებას აქტიურად უზიარებს საზოგადოებას, ამბობს, რომ ეროვნულ გამოცდებზე მისმა ასაკმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

„მე ვარ 60 წლის აბიტურიენტი. დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემმა ასაკმა გამოცდებზე, თუმცა დამკვირვებლები ძალიან თავშეკავებულები იყვნენ. ბოლოს კი შემაქეს, მითხრეს – „ყოჩაღი ქალბატონი ხართ“ და წარმატებები მისურვეს. გამოცდა არ იყო რთული,“ – ამბობს ინგა.

მისი თქმით, პროფესიით რუსული ენის სპეციალისტი და ფილოლოგია. წინ კი კიდევ ორი გამოცდა ელოდება – ლიტერატურასა და ისტორიაში.

ინგა ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ თითოეული მათგანი სასურველ შედეგს მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები