LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამლაგებელი, რომელსაც ვიტრინასთან დგომისთვის დასცინეს, უცებ გამდიდრდა

131

საუდის არაბეთში ბანგლადეშელი დამლაგებელი, საიუველირო მაღაზიის ვიტრინასთან გადაიღეს, სადაც უძვირფასესი ოქროს სამკაული იყო გამოფენილი.

65 წლის მამაკაცის ფოტო „ინსტაგრამზე“ განათავსეს წარწერით „ეს კაცი მხოლოდ ნაგავს იმსახურებს“.

 

 

 

არაბულ ქვეყნებში ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ აზიელი ხალხის მიმართ უხეში დამოკიდებულების არაერთი ფაქტია დაფიქსირებული.

სიძულვილით სავსე პოსტმა ფილანტროპი აბდულა ალ-ქათანის ყურადღება მიიპყრო, მან სოციალური ქსელების საშუალებით დამლაგებლის ძებნა დაიწყო.

„ტვიტერზე“ მისი პოსტი ათასობით ადამიანმა გააზიარა, ბანგლადეშელი მამაკაცის ფოტო უამრავმა ადამიანმა ნახა და საბოლოოდ, მისი პოვნა მოხერხდა.

დამლაგებელი ნაზერ ალ-ისლამ აბდულ ქარიმია.

„მე ის ძებნის დაწყებიდან 3 საათში ვიპოვე, ჩემი პოსტი 6 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა,“ – განუცხადა ქათანიმ „სიენენს“.

 

 

როდესაც დამლაგებლის ვინაობა დადგინდა, „ტვიტერის“ მომხმარებლებმა მასთან დაკავშირების სურვილი გამოთქვეს, ნაზერ ალ-ისლამ აბდულ ქარიმმა უამრავი საჩუქარი მიიღო.

ამასთან, მას მიეცა საშუალება, აერჩია ნებისმიერი ოქროს ნივთი საიუველირო მაღაზიაში, სადაც მისი ფოტო თავდაპირველად გადაიღეს.

ბანგლადეშელ მამაკაცს აჩუქეს ფული, „აიფონები“, „სამსუნგის“ „გალაქსის“ სერიის ტელეფონები, სახლში დასაბრუნებელი ავიაბილეთები.

„საკუთარ მოვალეობას ვასრულებდი, როდესაც საიუველირო მაღაზიასთან აღმოვჩნდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენმა ადამიანმა დამასაჩუქრა,“ – განაცხადა აბდულ ქარიმმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g