დიდ ბრიტანეთში სერიოზული ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში.
ინგლისში შემოდგომიდან შესაძლოა ბუქმეკერებს კლუბების დასპონსორება აუკრძალონ. საკვანძო როლს გადაწყვეტილებაში ბორის ჯონსონი შეასრულებს.
ქვეყნის პრემიერ მინისტრი ითხოვს გუნდების მაისურებზე აღარ განთავსდეს საბუქმეკერო კანტორების რეკლამები.
შეთანხმების მოქმედების ვადა, რომელიც 2005 წელს მიიღეს, მარტში იწურება და პოლიტიკოსები მზად არიან რეფორმებზე წავიდნენ, თუმცა აღნიშნავენ: „გვესმის, რომ ეს არ არის საუკეთესო მომენტი ფულადი შემოსავლების შემცირებისთვის კორონავირუსის გამო“. ცვლილება გამოიწვევს იმას, რომ პრემიერლიგის კლუბების კონტრაქტები 110 მილიონი ფუნტით შემცირდება.
გასულ სეზონში ფსონებთან დაკავშირებული სპონსორები პრემიერლიგის 10 გუნდს ჰყავდა (20-დან), ასევე ჩემპიონშიფის 16 გუნდს (24-დან). თუმცა, ეს მთავრობას ვერ შეაჩერებს და ის იხელმძღვანელებს არსებული მტკიცებულებებით თუ როგორ მოქმედებს ფსონების ინდუსტრია სპორტის დამოუკიდებლობაზე.
ვარაუდობენ, რომ აკრძალვას შემოდგომიდან შემოიღებენ. საკვანძო ფიგურა სწორედ პრემიერი ჯონსონი გახდება.