კასპში მოღვაწე მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადგილობრივ დამსაქმებლებს ურჩევს, „მოიკლონ შემოსავალი, თანამშრომლებს ხელფასები მოუმატონ და ნორმალური სამუშაო პირობები შეუქმნან“.
მისი განცხადებით, „დამსაქმებლები დასაქმებულებს სამსახურიდან დათხოვნით არ უნდა ემუქრებოდნენ, თორემ ისინიც წავლენ ემიგრაციაში და კომპანიის წარმომადგენლებს შემოსავალი სულ გაუქრებათ“.
„წელიწადში ასი ათასი კაცი გადის ქვეყნიდან. საჯარო თუ კერძო დამსაქმებლებო, გაუფრთხილდით დარჩენილ ხალხს, ესენი ყველანი გმირები არიან და ასეც შევლენ ისტორიაში, რომ ესეთი უკუღმართული ცხოვრების მიუხედავად არ დატოვეს სამშობლო. კარგად იცით მათი შრომით შოულობთ თქვენ ფულს, ამიტომ მოიკელით შემოსავალი და მოუმატეთ ხელფასები, შეუქმენით ნორმალური სამუშაო პირობები, გარემო და დასვენების დღეები. ნუ უყურებთ ზემოდან, ნუ ემუქრებით სამსახურიდან დათხოვნით, გამოგონილი მიზეზებით ნუ უკავებთ ხელფასს. თორე წავლენ ეგენიც და ეგ შემოსავლის წყაროები სულ გაგიქრებათ. თქვენ მცირე შემოსავალს ვეღარ დაჯერდებით, წახვალთ ემიგრაციაში და განა იქაც ესე მეფეებივით იქნებით“, – წერს მამა ლევან ჯიქური.
წელიწადში ასი ათასი კაცი გადის ქვეყნიდან. საჯარო თუ კერძო დამსაქმებლებო, გაუფრთხილდით დარჩენილ ხალხს, ესენი ყველანი…
Posted by მამა ლევანი on Thursday, 7 September 2023