„გურია news“-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ერთ-ერთ უბანში ადიდებულმა მდინარე სკურდუმამ ხიდი წაიღო.
ვიდეოს ადგილობრივი ზურა ბარამიძემ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.
სტიქიის ზონაში ნაპოვნია 2 ცხედარი. ერთ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებდნენ.
სტიქიასთან დაკავშირებით ოზურგეთსა და ლანჩუხთში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
- ოზურგეთი: 577 601 304
- ლანჩხუთი: 599 058 700
ასევე, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შეგიძლიათ დარეკოთ სოფლის წარმომადგენლებთან.
განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე