LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა

2270
გოჩა ლორია

77 წლის ასაკში მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

„დამთავრდა…. წავიდა“, – წერს ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, გოჩა ლორიას კარიერა  1965 წელს მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ ანსამბლ „რეროში“ დაიწყო. შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „75“-ის სოლისტი. ანსამბლში მან არაერთი სიმღერა შეასრულა, რომელიც დღემდე პოპულარულია („ჩურჩულები“, „დრო სათაყვანო“ და სხვ.).

80-იან წლებში გოჩა ლორია ანსამბლ „ივერიაში“ მიიწვია კომპოზიტორმა, ალექსანდრე ბასილაიამ და მიუზიკლ „ჩხიკვთ ქორწილში“ ერთ-ერთი მთავარი, ყვავის როლი შესთავაზა. მიუზიკლი გოჩა ლორიამ სამი წლის განმავლობაში 1 500-ჯერ შეასრულა.

გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან (აგრარულ უნივერსიტეტთან).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g