LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამტკიცდება თუ არა კანონპროექტი, რომელიც, ფაქტრობრივად, კრიტიკულ მედიას ზღუდავს

125
სხდომა

დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში იმ ცვლილებებზე მსჯელობდნენ, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში უნდა შევიდეს და რაც არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლების თქმით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული.

ხმაურიან განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ თქვა, რომ  რადგან „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტმა მედიაში მღელვარება გამოიწვია, მისი წარმოდგენილი ვერსიით მიღება აღარ მოხდება.

„აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად. კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო.

"ხელისუფლება გეგმაზომიერად ახორციელებს მედიის შევიწროებას": რა უნდა სახელმწიფო მაუწყებლებისგან

"ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის საქმიანობაში, პიდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდებით ჩარევა."

ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ სექტორს არ ჰქოდნეს განცდა, რომ არსებული რეგულაციები შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული მომავალში. სექტორის წარმომადგენლები არ არიან წინააღმდეგი, რომ ასეთი ცვლილება არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია, დაზუსტდეს მოცემულობა და ის მიზეზები, რომლითაც განისაზღვრება დროებითი მმართველის შესვლა კონკრეტულ ოპერატორთან,” – განაცხადა კაკულიამ.

კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.

magti 5g