LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც უფრაქციო დეპუტატებისთვის უფლებების გაზრდას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

77
FORTUNA.GE- (2)

ინიციატივას რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით დაუჭირა მხარი.

საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვითაც, უფრაქციო დეპუტატებს, საპარლამენტო გამოსვლებისას ექნებათ იმდენივე დრო, რამდენიც ფრაქციისთვის არის განსაზღვრული. ასევე, პარლამენტში შესულ უფრაქციო დეპუტატებს უფლება ექნებათ, ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები წარადგინონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში აისახა და ახალი ნორმები მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

როგორც მანამდე, პროექტის განხილვისას აღინიშნა, ინიციატივა მნიშვნელოვანია და ის პარლამენტში შესულ ოპოზიციას საშუალებას მისცემს, გააქტიურდნენ საკანონმდებლო საქმიანობაში.

ინიცირებული ვერსია საკმაოდ ნორმალურ ბალანსს ქმნის: არჩილ თალაკვაძე უფრაქციო დეპუტატების საპარლამენტო უფლებებზე

 

პოპულალურები