LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა – სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

147
მამუკა მდინარაძე

პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 84-ხმით ( 10 – წინააღმდეგი), მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

პროექტის მიხედვით, მთავრობის სტრუქტურაში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა გაჩნდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს. სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. მის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g