LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროცედურო კომიტეტმა რამდენიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ ახალ სარჩელზე დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა – სარჩელს პარლამენტის 89 წევრი აწერს ხელს

136
პარლამენტი (1)

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ ახალ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმომწერი დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა.

საკონსტიტუციო სარჩელს პარლამენტის 89 წევრი აწერს ხელს.

რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება – შალვა პაპუაშვილის განცხადება

„თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც 2026 წლის 2 მარტს რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას და შექმნეს ე.წ. ალიანსი“

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს, ძველ სარჩელს კი უკან გამოითხოვს. ახალი სარჩელის საფუძველზე იმ პარტიების რაოდენობა იზრდება, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, კერძოდ პარტიების ჩამონათვალს პარტია „ფედერალისტები“ ემატება.

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 31 ოქტომბერს სამი ოპოზიციური პარტიის: – “ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია ცვლილებისთვის“ და “ლელო – ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.

თამარ ჩერგოლეიშვილი: „რეჟიმს გადაუწყვეტია, „ფედერალისტებიც“ აგვკრძალოს – მივმართავ მხარდამჭერებს, რომ ამით ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, ჩვენ რეჟიმს აქციით, სანქციით და ალტერნატივით ვაიძულებთ დათმობებზე წამოსვლას“

სოციალურ ქსელში მიმართვის დროს ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება.

magti 5g