“დამწვარი თმა” – ასე ჰქვია სუნამოს, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი გამოუშვებს. პროდუქტს მილიარდერის დაფუძნებული კომპანია The Boring Company აწარმოებს.
მამაკაცებისთვის განკუთვნილი სუნამოს აღწერა ასეთია – “ამაზრზენი სურვილის არსი”. როგორც მასკი ამბობს, სუნამოს მომხმარებლები სხვა ხალხისგან გამორჩეულები იქნებიან.
სიახლის შესახებ ტვიტის გამოქვეყნების შემდეგ, მილიარდერმა თავისი პროფილის აღწერას სუნამოს გამყიდველი დაამატა.
ილონ მასკის ქონება ერთ დღეში $15 მილიარდით შემცირდა - არის თუ არა ამის მიზეზი მილიარდერის აზრი უკრაინის ომზე
Tesla-ს აქციების ფასი კი გასული ოთხი თვის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
სუნამოს ფასი $100-ია. როგორც მასკმა დაწერა, რომ 10000 ფლაკონი უკვე გაიყიდა.
Boring Company-მ უკვე გამოუშვა 20,000 ცეცხლმსროლი, ასევე Tesla Tequila და „შორტები“.