LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს..მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება“ – ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება

243
ნათია მეზვრიშვილი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ იმ ადგილზე, სადაც პარტიის ლიდერ, გიორგი გახარიაზე თავდასხმა განხორციელდა, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული.

ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს.

ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად.

მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ,“ – წერს ნათია მეზვრიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g