თანამედროვე სამყაროში, სადაც მოდა მუდმივად იცვლება, განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს ის ნივთები, რომლებიც დროს უძლებს, ინარჩუნებს თავის ხასიათსა და ყოველდღიურ ცხოვრებას დახვეწილ ელფერს სძენს.
სწორედ ამ იდეას ემსახურება ქართული ბრენდი, „დანათელი“, რომელიც უმაღლესი ხარისხის, ნატურალური
ტყავისგან შექმნილ ხელნაკეთ აქსესუარებს აწარმოებს და მომხმარებელს სტილისა და ხარისხის გამორჩეულ სინთეზს სთავაზობს.
„დანათელი“ ქართული პროდუქციის შექმნისა და განვითარების იდეით შთაგონებული ბრენდია, რომლის მთავარი მიმართულება ქალისა და მამაკაცის ტყავის აქსესუარებია.
ბრენდის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტყავის ჩანთებს, საფულეებსა და სხვადასხვა აქსესუარს, რომლებიც შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს ხარისხიან მასალას, დახვეწილ დიზაინსა და დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას.
აქსესუარები გათვლილია მათზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ყოველდღიური კომფორტის, პრაქტიკულობისა და ესთეტიკის ჰარმონიული შერწყმა.
ბრენდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის ინდივიდუალურ გემოვნებასა და სურვილებს. ბრენდი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გახდეს საკუთარი აქსესუარის დიზაინის შექმნის მონაწილე, შეარჩიოს სასურველი მასალა, ფორმა, სტილი, დეტალები და მიიღოს პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება მის ხედვასა და გემოვნებას.
„დანათელი“ მზად არის, თითოეული დამკვეთის იდეა რეალობად აქციოს და მის ინდივიდუალურ მოთხოვნებს მოარგოს პროდუქტი.
თუკი რაიმე განსაკუთრებულს ეძებთ, DANATELI, ადგილი, სადაც თქვენი ფანტაზია რეალობად იქცევა.



