LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიამ 15 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

112
დანია

დანია ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 15 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბუჩაში განვითარებული მოვლენები სისასტიკის, ბოროტებისა და ომის დანაშაულის კიდევ ერთი მაგალითია.

სამინისტრომ განაცხადა, რომ არ სურთ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მოსკოვთან. მათი თქმით, რუსეთის ელჩი და საელჩოს სხვა წევრები გაძევებულთა სიაში არ არიან.

დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა წლის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოში ჯაშუშობაში ჩართული დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ბუჩაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ.

გარდა ამისა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს გააძევებენ. რუსეთში აცხადებენ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ.

magti 5g