LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს

146
thumbs_b_c_0b75275c951e321b5045962bc13230ca

სააგენტო „ფრანს პრესი“ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი ქვეყნიდან 35 რუს დიპლომატს გააძევებს.

„მათი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ეს ნაბიჯი არის ევროპული ინიციატივის ნაწილი“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მანამდე, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ, 40 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება გერმანიამ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები