LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ რედკლიფმა ჯოან როულინგი ,,ანტი-ტრანს” ტვიტებისათვის გააკრიტიკა

296
redklifrolng

დენიელ რედკლიფმა ჯოან როულინგი ,,ანტი-ტრანს” ტვიტებისათვის გააკრიტიკა. ,,ჰარი პოტერის” ვარსკვლავი იმედოვნებს, რომ სერიის ავტორის განცხადებები ფანების თვალში ნაწარმოებს ლაქად არ დააჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ჯოან როულინგს კრიტიკის ქარცეცხლი მას შემდეგ დაატყდა, რაც ქალები მოიხსენია სიტყვებით: ,,ადამიანები, რომლებსაც მენსტრუაცია აქვთ”. როულინგი ამის გამო ტრანსფობიაში დაადანაშაულეს.

LGBT პირების სუიციდის პრევენციის ორგანიზაციის ვებ-გვერდთან საუბარში რედკლიფმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან და მსგავსი განცხადებები მათ გრძნობებზე მოქმედებს.

,,უმთავრესი, რაც ,,ჰარი პოტერმა” გვასწავლა ისაა, რომ სიყვარული სამყაროს უმთავრესი და ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა, ის ადამიანები კი, რომლებიც იჩაგრებიან, უნდა დავიცვათ” – განაცხადა რედკლიფმა და დასძინა, რომ ჯოანზე ასე საუბარი უჭირს, რადგან მის ცხოვრებაში როულინგმა დიდი როლი შეასრულა.

მიუხედავად კრიტიკისა, მწერალმა თავისი პოზიცია დაიცვა და განაცხადა, რომ ,,სიმართლის თქმა სიძულვილი არ არის”.

,,სქესი რეალური მოცემულობაა, ის არსებობს. თუ სქესი რეალური არ არის, მაშინ არც ერთნაირსქესიანთა ლტოლვაა რეალური. მე ვიცნობ ტრანს-ადამიანებს და მიყვარს ისინი, მაგრამ სქესის არსებობის უარყოფა და მნიშვნელობის წაშლა ადამიანებს წაართმევდა შესაძლებლობას, განეხილათ საკუთარი ცხოვრება და სურვილები. სიმართლის თქმა სიძულვილს არ ნიშნავს”. – დატვიტა როულინგმა.

მთავარი განსხვავება სიტყვებს ,,სქესსა” და ,,გენდერს” შორის ის არის, რომ სქესი ფიზიკური, ბიოლოგიურია. ადამიანი იბადება მდედრობითი ან მამრობითი სქესის. გენდერი კი განსხვავებულია, რადგან იგი ფსიქოლოგიური და სოციალური აღქმიდან გამომდინარეობს.

,,საუბარია ბიოლოგიურ სქესზე და არა გენდერულ იდენტობაზე”. – განმარტა როულინგმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g