დანიელებმა მარხილი ტრანსპორტის ოფიციალურ სახეობად აღიარეს. ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა, რაც იმას ნიშნავს რომ მარხილში შებმული ძაღლებით გადაადგილება მთავარ მაგისტრალებზეც იქნება ნებადართული. საუბარია არამხოლოდ თოვლის მარხილზე, არამედ ურემზე რომელსაც ბორბლები აქვს და მასაც ძაღლები მართავენ. ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ მარხილებს ადამიანები ძირითადად დასვენებისა და გასეირნებისთვის გამოიყენებენ და სამსახურში ამ ტრანსპორტით არ ივლიან.
აღსანიშნავია, რომ მარხილი დანიაში ისტორიულ ტრანსპორტად ითვლება და დღემდე არსებობს კლუბები, სადაც ძაღლებს წვრთნიან და საერთო მსვლელობებსაც აწყობენ.
