დანიელმა არტისტმა ლივია ვიკსნამ (Livija Viksna), 20 ივნისის ღამის ამსახველი ილუსტრაციების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და ადგილის ილუსტრაციები შექმნა, რომელსაც თან დაურთო აღწერები, თუ რამდენად საინტერესო და მომაჯადოებელია საქართველო.
“რამდენიმე დღის წინ საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულმა დემონსტრაციებმა ბიძგი მისცა პუტინს რუსეთიდან საქართველოში ფრენების გაუქმებისკენ. გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, ამ ქვეყანას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება ისე, როგორც არასდროს! 9 ილუსტრაციის საშუალებით მე აქ წარმოგიდგენთ ამ მომაჯადოვებელ ქვეყანას. გახსენით ისინი აღწერების სანახავად.” – წერს დანიელი ილუსტრატორი ლივია ვიკსნა თავის ფეისბუქზე.