ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება.
შეხვედრას მმართველი გუნდიდან “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან.
მანამდე “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, დღეს “ქართული ოცნების”ლიდერები კრისტიან დანიელსონს დღის პირველ ნახევარშიც შეხვდნენ.
გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს – ირაკლი კობახიძე