LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიის პრინცესა ქეით მიდლტონის ორეულია (ფოტო)

926

ყველაზე გემოვნებიანი მონარქების სიაში ქეით მიდლტონი პირველ ადგილს იკავებს, თუმცა მას უკვე გამოუჩნდა კონკურენტიც. ეს 44 წლის მერია, რომელიც დანიის პრინცესა გახლავთ. მერი 44 წლისაა და ის პრინც ფედერიკის მეუღლეა. წყვილი 4 შვილს ზრდის და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს დანიაში. როგორც მიდლტონი, მერიც დიდ ადგილს უთმობს საკუთარ გარდერობზე ზრუნვას. საინტერესოა რომ მერი ხშირად ჩნდება იმ სამოსით, რომელიც სხვადასხვა დროს ქეით მიდლტონს ეცვა.

ჩვენს ფოტოარქივში მოხვდა რამდენიმე საინტერესო ფოტო, სადაც ორივე მონარქს იდენტური სამოსი აცვიათ. ერთ-ერთ ფოტოზე კი, სადაც მერი ტყუპებს ასეირნებს, ის საოცრად ჰგავს მიდლტონს. მედიაში სულ უფრო ხშირად წერენ მერისა და მიდლტონის  მსგავსებაზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია პრინცესების ერთობლივი ფოტო, სადაც რთული სათქმელია, რომ მერი 10 წლით უფროსია მიდლტონზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g