LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

saqartvelo

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დანიის იმიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო.

„დანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დანიის სამეფოს მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად დანიური მხარე საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს,“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g