LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარია პირველ ადგილზე, საქართველო კი 39-ე პოზიციაზე: მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სია ცნობილია

1192
BeFunky-collage (4)

ანალიტიკურმა კომპანია London Deep Knowledge Group-მა (DKG) იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამ ეტაპზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას ინარჩუნებენ.

ამჯერად, პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს. მე-2 პოზიციას კი გერმანია ინარჩუნებს.

London Deep Knowledge Group-ის კვლევების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ისრაელიც დასახელდა. როგორც კომპანია აღნიშნავს, ქვეყანა ყველაზე კარგად ახერხებს კრიზისების მართვას. ისრაელს მესამე ადგილი უკავია.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების TOP-10:

1. შვეიცარია
2. გერმანია
3. ისრაელი
4. სინგაპური
5. იაპონია
6. ავსტრია
7. ჩინეთი
8. ავსტრალია
9. ახალი ზელანდია
10. სამხრეთ კორეა

სია ვრცელია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეიტინგში 39-ე პოზიცია უკავია. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 812 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 683-ს შეადგენს.

რეიტინგში ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კვიპროსი, ჩეხეთი, მონტენეგრო, ესპანეთი, აშშ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები