LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანის მუქარით გატაცებული 300 ლარი და ტელეფონი – რუსთავში ყაჩაღობისთვის მამაკაცი დააკავეს

15bigstock-police-line-22737392

ყაჩაღობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გამყიდველს დანის მუქარით 300 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, რუსთავში დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g