LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და მიიმალა“ – ქობულეთში მკვლელობისთვის ბრალდებული, გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს

680
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 18 მაისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა:

ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი გირაოთი გაათავისუფლეს – მამა იობს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება

საქმის მასალების თანახმად, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგი დანით დაჭრეს – მას სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს.

„პროკურატურამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 2023 წლის 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბრალდებულის საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდეს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი: ოთხი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე; ერთი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე; ერთი, გამოსაკითხ პირზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 18 მაისს მოხდა. საქმის მასალების თანახმად, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგი დანით დაჭრეს – მას სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს.

19 წლის გიორგი ალხანიშვილი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მას შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ცხედარი კი ტყის მახლობლად დამარხეს.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: „ბათუმელები“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები