LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი გირაოთი გაათავისუფლეს – მამა იობს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება

323
მოკლული ბიჭი

ქობულეთში, 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

სასულიერო პირს გამოძიება მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მკვლელობის შეუტყობინებლობა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-იდან 7 წლამდე ითვალისწინებს.

სასამართლომ გელა ბეჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს, ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

როგორც გამოცემა „ბათუმელები“ წერს, მათი წყაროს ცნობით, სასულიერო პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 15 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

დანარჩენი ხუთი ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. დაკავებულებს გამოძიება, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ ბრალდებულს კი, დანაშაულის დაფარვას ედავება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული სასულიერო პირი გელა ბაჟუნაიშვილი მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულის – ა.ბ.-ს ბიძაა.

სასულიერო პირს ბრალი ძმასთან ერთად წარუდგინეს: ერთი ძმა პატიმრობაში დარჩა, ბრალდებული სასულიერო პირი კი, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ასევე, დაკავებულებს შორისაა მკვლელობაში ბრალდებული ა. ბ.-ს მამა და კიდევ სამი ახალგაზრდა, ვისთანაც მოკლული ბიჭი მეგობრობდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 18 მაისს მოხდა. საქმის მასალების თანახმად, ურთიერთშელაპარაკების დროს გიორგი დანით დაჭრეს – მას სხეულზე 18 ჭრილობა მიაყენეს.

19 წლის გიორგი ალხანიშვილი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მას შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ცხედარი კი ტყის მახლობლად დამარხეს.

 

ფოტო: „ბათუმელები“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები