LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის დაპირება, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი, შესრულდება: ლევან მეხუზლა

186
BeFunky-collage (10)

დასეტყვილ, დაზიანებულ ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი მაინც არ ჩაიბარებს, ჩაიბარებს სახელმწიფო. ასე რომ, ის დაპირება, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი, შესრულდება, – ამის შესახებ “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.

მისი თქმით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და ბოლო მონაცემებით, 125 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

ყველა მევენახე ახერხებს 12 საათის განმავლობაში ყურძნის ჩაბარებას – მინისტრი

 ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ჩვენთან საუბარში ფერმერთა მოთხოვნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყურძენზე ფასებს თავისუფალი ბაზარი ადგენს.

„სახელმწიფო ჩაერია არაპირდაპირად თეთრი ყურძნის დადგენაში, განსაზღვრა სუბსიდირების სქემა, ეს არის ერთადერთი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ფასწარმოქმნაში, რაც შეეხება წითელ ყურძენს, აქ ჩვენ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ… მინიმალური ფასი, რაც საფერავზე ამ წუთისთვის ფიქსირდება არის 1.50 ლარი. ეს საკმაოდ კარგი ფასია, რქაწითლის შემთხვევაში კი იყო რისკები ფასის დაცემის, ამიტომ გადაწყდა ჩარევა, რაც ჩემი აზრით, გამართულებული და სამართლიანია.“- აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებულ მოლოდინებს, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე განმარტავს, პანდემიის გათვალისწინებით, ოპტიმისტური პროგნოზები არ გვაქვს.

“სამწუხაროდ, ოპტიმისტურ პროგნოზებს ვერ ვაკეთებთ, ასე თუ ისე, ექსპორტირებული ბოთლების რაოდენობა თითქმის იგივეა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ფასსზე დიდი ზეწოლაა და სადღაც 5-6% კლება შეინიშნება.

პანდემიამდე ჰორეკა სექტორზე ვაკეთებდით აქცენტს, ვინაიდან ჩვენი ღვინო არის იშვიათი, მაღალი ხარისხის და ძვირი. სამწუხაროდ, სწორედ იმ სექტორს დაარტყა პანდემიამ, სადაც ჩვენ წარმატებით ვიწყებდით ფეხზე დადგომას. აქედან გამომდინარე, საშუალო ფასი ექსპორტირებული ღვინის კლებულობს და მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობის მხრივ მეტნაკლებად ვინარჩუნებთ პოზიციებს, შემოსავლების მხრივ მაჩვენებელი მცირდება”- აცხადებს ლევან მეხუზლა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში  ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 80 თეთრს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g