აფრიკის დასახლებაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება გძელდება.
ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ნებართვის გარეშე აშენებული ნაგებობების დემონტაჟისთვის, ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანა.
საია მოუწოდებს მერიას, შეაჩეროს ნაგებობების დემონტაჟი, რათა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში
სამართალდამცველებმა რვა ადამიანი დაკავეს.
აღნიშნული ფაქტი “ფორტუნას” დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ისინი დაკავებულები არიან სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მიმდინარეობს მიწების მიზანმიმართული დატაცება, მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ქონების უკანონო დასაკუთრებას კი მერია არ დაუშვებს.
ფოტო: პუბლიკა