LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბავშვებს შეშა არ აქვთ რომ გავათბო და მე ყვითელი მარშუტკების „გარჟში“ მძინავს” – აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

173
BeFunky-collage (2)

აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე რამდენიმე სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენ. ადგილზე დილიდან ვითარება დაძაბულია.

ადამიანები, რომელთა მიერ აშენებული სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, მედიასთან აცხადებენ, რომ დაკანონების თაობაზე მერიას მიმართეს, თუმცა ინსპექციამ განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

“მანამდე, სანამ მიწა დავთხარე, ეთქვათ, რომ არ მოხვიდეთ, არ გააკეთოთ…ბავშვებს შეშა არ აქვთ რომ გავათბო და მე ყვითელი მარშუტკების „გარჟში“ მძინავს”- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი “ტვ პირველთან”

 

საკითხზე თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g