დიდუბეში, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები – მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მე-19 და 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
რა გახდა მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.