ბოლნისში სოფელ ნახიდურში ფიზიკური დაპირსპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით აღძრა.
ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში მხარეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.