იუნკერთა მემორიალთან მისული პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აქტივისტებმა „გავრილოვის“ ძახილით გააცილეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ონიანმა და აქტივისტებმა „აჩიკო გავრილოვი“ და „რუსეთის მონა“ უწოდა, რასაც სამართალდამცველებსა და მათ შორის ხმაური მოჰყვა.
გიორგი ონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძეს არ აწუხებს საქართველოს ბედი, რის გამოც მან დღევანდელი დღე რუს პოლიტიკოს „სერგეი გავრილოვთან ერთად უნდა იზეიმოს“.
სიტუაციის განსამუხტად, სამართალდამცველებმა არჩილ თალაკვაძე ტერიტორიას განარიდეს.
ოკუპაციის 100 წლისთავზე ხელისუფლების წარმომადგენლები კოჯორში იუნკერების მმემორიალთან მივიდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.