LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება პარლამენტში: „რატომ ყვირი? რატომ ნერვიულობ? თქვენს ადგილას გავჩუმდებოდი“ 

179
ხატია და შალვა

პარლამენტში რუსეთის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებასა და ასევე, რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებულ გამართულ დებატებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ყველამ კარგად გაიხსენოს „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება, რომელიც დღემდე საიდუმლოა და დღემდე არ ვიცით“, – მიმართა დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რაზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ მას უპასუხა, რომ წინა ხელისუფლებამ ყველა სტრატეგიული ობიექტი 2008 წლის ომის შემდეგ რუსულ კომპანიებზე გაასხვისა.

საპასუხოდ კი დეკანოიძემ თქვა: ახლა გაგახსენდა? ჩვენი ხელისუფლების დროს რომ მსახურობდი, მაშინ არ გახსოვდათ სტრატეგიული ობიექტები? თქვენს ადგილას გავჩუმდებოდი, რადგან აქ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს არ მსახურობდნენ, განსხვავებით ბევრისგან, ყველას ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს.

რაც შეეხება საზღვარზე ძალიან ბევრი რუსი ეროვნების მოქალაქეების შემოშვებას, ამაზე ჩემი პოზიცია ყველამ კარგად იცით, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობდა, მაშინ არავის არ გასჩენია ეს შეგრძნება, როდესაც სახელმწიფო რუს ჯაშუშებს იჭერდა, დამისახელეთ ერთი რუსი ჯაშუში, რომელიც 2012-იდან 2022 წლამდე წლიდან დააკავეთ. როგორ შემოგეპარათ, მათ შორის, ჩატაევი საზღვარზე,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ სხდომათა დარბაზში, რის შემდეგაც მას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და დეპუტატს სიტყვის გამოთქმა შეუზღუდა – პაპუაშვილმა ითხოვა დეკანოიძისთვის მიკროფონი გაეთიშათ.

„ან თქვენი ქცევა რას ჰგავს, ან დამოკიდებულება“ – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g