სოფელ დიღომში სროლის შედეგად 4 პირი დაიჭრა. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაზე მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილნი. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.