LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარბევისას დაშავებული 2 პირი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

128
aqciaparlamenttan

20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაშავებული პირებიდან ამ დროისთვის კლინიკაში 10 პაციენტი რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 პაციენტი კვლავ მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებულია. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.

უწყების ცნობით, დღის ბოლომდე სამედიცინო დაწესებულებებს რამდენიმე ადამიანი დატოვებს.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები გვიან ღამით პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ 240 ადამიანი დაშავდა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები