8-9 სექტემბერს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამულ ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და ორდღიანი ღონისძიება ჩატარდება.
კონფერენციაში, რომელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს, საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას.
წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად, განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით, დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი.
დღის განმავლობაში წარიმართება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც ქართველი სპიკერებისგან, ისე მსოფლიოდან, დინამიკური პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ QA-ს (Quality Assurance – ხარისხის უზრუნველყოფა) ბაზრის უახლეს კვლევას, რომელიც ბოლო 5 წლის მიმოხილვას მოიცავს.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე.
(R)