სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, ვინ გახდება აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტი. მანამდე კი, მიღებული მონაცემებით ცხადი გახდა, რომ ჰილარი კლინტონზე ბევრად მეტი შანსი დონალდ ტრამპს აქვს.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლებისთვისაც მთავარი განხილვის თემა აღმოჩნდა, მათი უმეტესობა ტრამპის გამარჯვებაზე ხუმრობს.
“დარჩა რამე შანსი იმისა, რომ ოსკარის გადაცემის წლევანდელი ცერემონია ალეგროვამ არ წაიყვანოს?” – ქეთი ელიეშვილი.
“ჯერ არ უთქვამთ, რომ ტრამპი წარმოშობით ქართველია და მაგის დიდი ბაბუა რაჟდენ ლიპარტელიანი ლეჩხუმიდან იყო?” – რამაზ გიგაური.
“ასეთი გაგონილა? აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი შეეძლოთ აერჩიათ და აშშ-ს უკანასკნელი პრეზიდენტი აირჩიეს” – დათო გორგილაძე.
“როდის ვიხილავთ ტრამპის მთავრობაში დავით ოქიტაშვილს?” – დათო გორგილაძე.
“ქირავდება კეთილმოწყობილი სახლი ვანში,ორ ნიუიორკელ ბიზნესმენზე.” – თეონა ბაღდავაძე.
““