LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარჩი სახლში, უყურე ქართულ კინოს! – ეროვნული კინოცენტრი ეროვნულ კინოკლუბს აარსებს და ონლაინ კინოჩვენებებს იწყებს!

377
90635675-2601150069996594-1071922896760209408-n

ეროვნული კინოცენტრის მიერ დაგეგმილი პირველი ონლაინ პრემიერა გაიმართება 25 მარტს, 19:00 საათზე. ფართო საზოგადოება პირველად ნახავს გიგა ბაინდურაშვილის 2019 წელს გადაღებულ ფილმს „გაბანა“ ჯანო იზორიასა და დავით როინიშვილის მონაწილეობით. ონლაინ კინოჩვენებების განრიგი ნაწილობრივ უკვე ცნობილია:

25 მარტი, 19:00 საათი – “გაბანა” – რეჟისორი გიგა ბაინდურაშვილი;
27 მარტი, 17:00 საათი – ანიმაციური ფილმი “ჯინო” – რეჟისორი დათო კიკნაველიძე;
27 მარტი, 20:00 საათი – “მოირა” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე;
28 მარტი, 19:00 საათი – “ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში;
29 მარტი, 19:00 საათი – “აღლუმი” – რეჟისორი ნინო ჟვანია;
ინიციატივას ასევე შემოუერთდნენ ლევან კოღუაშვილი, ნანა ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, ვახო ვარაზი და ლაშა ოთხმეზური.

ეროვნული კინოცენტრი განაგრძობს მუშაობას ქართველ რეჟისორებთან და პროდიუსერებთან, რათა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მეტი ქართული ფილმი გახდეს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი და სულ ცოტათი მაინც შევამსუბიქოთ თვითიზოლაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ყოფა.

თანამედროვე ქართული ფილმების ბმულები ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გახდება ცნობილი.

#დარჩისახლში #უყურექართულკინოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g