”დარიალი ენერჯი” მაქსიმალურად ცდილობს მინიმუმდე დაიყვანოს გაუთვალისწინებული შემთხვევებიდან მომდგარი ზარალი. კონტრაქტორების მიერ განხორციელუბული სამუშაოები კი მთლიანად დაზღვულია სადაზღვევო კომპანია GPI-ს მიერ. ამის შესახებ ინფორმაციის ენერგეტიკის განვითარების ფონდი აქვეყნებს.
მისივე ცნობით, დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს ტექნიკურ აუდიტს უტარებდა გერმანული კომპანია Fichtner, ხოლო ამჟამად ამ სამუშაოს ასრულებს შვეიცარული კომპანია Stucky.
”კომპანიის ფინანსური სისტემა არის მთლიანად გამჭვირვალე და მას სამუშაოს დაწყებიდან მოყოლობული ფინანსურ აუდიტს უტარებს აუდიტორული კომპანია EY. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მინიმუმდე დაიყვანოს გარემოს ზემოქმედების რისკი და აღნიშნულ სფეროში ჩართული ყავს უცხოელი კონსულტანტები. დარიალის ჰიდროელექტროსადგურს ექნება უმაღლესი დონის თევზსავალი, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებს შეუქმნის ადგილობრივი მდინარის იქტიოფაუნას. კომპანიისათვის მნიშვნელოვანია წყლის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ამ მიზმით შემუშავდა „წყლის ბიომრავალფეროვნების კვლევისა და მონიტორინგის პროგრამა“ უკრაინული გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანია „ბლუ რივერსის“ მიერ” – აცხადებენ ენერგეტიკის განვითარების ფონდში.
მათივე განმარტებით, პროექტს აქვს პოტენციალი იყოს პირველი ენერგოპროექტი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კარბონ ნეიტრალურ მშენებლობას. კომპანია ამჟამად ავითარებს ტყის განაშენიანების პროექტს, რომელიც დამატებით სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ეკოსისტემას, რაც მოიცავს ტყის მასივების გაშენების კომპონენტს, რომლის მიზანია პროექტის მთლიანი მიმდინარეობისას წარმოქმნილი გამონაბოლქვის სრული კომპენსირება მცენარეების მიერ ნახშირბადის შთანთქმის გზით. ამასთან, შესაბამის უწყებებთან ერთად ტყის მასივების აღდგენის პროგრამას გააჩნია პოტენციალი, გახდეს ნახშირბადისგან თავისუფალი მშენებლობის პირველი პროექტი საქართველოში და პირველი ასეთი პროექტი EBRD-თვის ყველა რეგიონში.
როგორც ფონდში აცხადებენ, დარიალის ჰიდროელექტროსადგური ეს არის ელექტრო ენერგიის გამომუშავებით მეოთხე ჰიდროელექტროსადგური საქართველოში. კომპანიაში მუდმივად დასაქმებული იქნება 50-60 ადამიანი. ჰიდროელექტროსადგური ყოველწლიურად შეამცირებს 250’000 ტონაზე მეტი სათბურის გაზებს. ყოველწლიურად კი საკმაოდ მნიშვნელოვანი შენატანი შეაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით.
კომაპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 100’000 აშშ დოლარს. (”ფერი” – 70%, Robbins – 30%). 2013 წლის აგვისტოს მდგომარეობით კომპანიის კაპიტალი გაიზარდა 43’333’333 აშშ დოლარამდე (”ფერი” – 31%, Robbins – 23%, GEDF – 23%, ”ენერგია” – 23%).
კომპანიამ განახორციელა საქართველოში პირველი Project Financing-ი EBRD-ს დაფინანსებით და მოიპოვა სესხი 80’000’000 აშშ დოლარი.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის თანახმად, პროექტს მიენიჭა „A“ კატეგორია. როგორც ენერგეტიკის განვითარების ფონდში განმარტავენ, კატეგორიზაცია უმთავრესად ეფუძნება შემოთავაზებული პროექტის ადგილმდებარეობას და ზოგადად საქართველოში ჰესების განვითარებასთან დაკავშირებულ სენსიტიურ გარემოს; EBRD-ის სესხის დამტკიცებამდე კოპანიამ გამოიყენა შიდა (უფრო ძვირი) რესურსი, რომ მაქსიმალურად შეწყობოდა ხელი პროექტის განვითარებას და ”TBC ბანკიდან” მიიღო სესხი 29’500’000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ გადაიფარა EBRD-სგან მიღებული სესხით.
ფონდის ინფორმაციით, კომპანიას ემსახურება უმაღლესი ევროპული დონის ისლანდიური პროექტანტული კონგლომერატი (Landsvirkjun Power & Verkis), რომელიც ახორციელებს პროექტის ტექნიკურ ზედამხედეველობას და სამშენებლო პროექტის მომზადება-იმპლემენტაციას.
კომპანია ”დარიალი ენერჯისა” და საქართველოს მთავრობას შორის იმპლემენტაციის ხელშეკრულება 2011 წელს გაფორმდა, რომლის თანახმად კომპანიამ იკისრა დარიალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება; 2012 წელს გაფორმდა ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეჩერიზაციის ხელშეკრულება, დარიალი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემის შესახებ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით; კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან (ესკო) ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ, ოპერირების დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში