LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარმშტადტი ბარაკ ობამას თავისთან ეპატიჟება: აშშ-ს პრეზიდენტმა გუნდი შეარჩია

82

ბარაკ ობამა ტვიტერზე „დარმშტადტის“ ქომაგი გახდა და ამ გუნდის თამაშზე მიწვევაც მიიღო.
როგორც ჩანს, აშშ-ს აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი საყვარელ კლუბთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა.

როდესაც გერმანული კლუბის წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ ამხელა კაცი მათი გულშემატკივარია, მოსაწვევი გაუგზავნეს.

„ძვირფასო ბარაკ ობამა, შევიტყვეთ, რომ ჩვენი კლუბი ერთადერთია, რომლის ხელმომწერი გახდით. ეს „დარმშტადტისთვის“ დიდი პატივია. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ ცოტა მეტი თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ, გვსურს მოგიწვიოთ „ბელენფალტორზე“, – სიტყვით გამოვიდა კლუბის ამერიკელი თავდამსხმელი ტერენს ბოიდი.

„დარმშტადტი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზეა და 20 მატჩის შემდეგ 12 ქულა აქვს.

გერმანიის ჩემპიონატის აუტსაიდერს ტვიტერზე 61,9 ათასი ხელმომწერი ყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g