LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დარწმუნებული ვარ, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ” – გოგი ხოშტარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს, Human Rights Watch-ს მიმართავს

83
გოგი ხოშტარია

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გოგი ხოშტარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს, Human Rights Watch-ს საგანგებო განცხადებით მიმართავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შექმნილია მწვავე პოლიტიკური ფონი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება აღმაშფოთებელია და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დასავლელი პარტნიორებისგან შესაბამისი ზომების გატარების იმედი აქვს.

“ფორტუნა” გოგი ხოშტარიას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას,

საქართველოს მეორე რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, Human Rights Watch-ის 1995 წლის გრანტის მფლობელის, გიორგი ხოშტარიას მიმართვა

როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწვავე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით:

ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დარწმუნებული ვარ, არ დარჩებით გულგრილნი და, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ.”-აღნიშნულია გოგი ხოშტარიას მიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g