LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე – გიორგი გახარია ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე

9691a5b021752577710a332a46a30f63_XL

“გამოძიება გრძელდება, თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, რამეთუ ეს არ არის ტექნიკურად მარტივი, ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც გახარიამ განმარტა, საგამოძიებო უწყება კომპრომისებს არ დაუშვებს და განსხვავებული მიდგომა არ ექნება ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლებსა და პირველწყაროს შორის.

“მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ. მინდა გითხრათ, ეს იმდენად მძიმე დანაშაულია ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, რომ არანაირი სხვაობა არ აქვს და არ ექნება გავრცელებას, პირველწყაროს თუ შენახვას შორის. როგორც კი აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, რა თქმა უნდა, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება. გვესმის საზოგადოების ზოგ შემთხვევაში კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე”, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები