LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ევროატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ: პრემიერი

47
BeFunky-collage (14)

დამოუკიდებლობის დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს. ამ მხრივ, მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისა და მდგრადი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში. მისივე თქმით, ნატოსთან თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა.

„დამოუკიდებლობის დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ.

ისტორიულად საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი საფუძველი ყოველთვის იყო მისი ტოლერანტული კულტურა, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოება. დღევანდელი დღე არის საქართველოს ყველა მოქალაქის ზეიმის დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ერთიანობას და სწრაფვას საქართველოს უკეთესი მომავლისკენ.

დამოუკიდებლობის დღე მინდა მივულოცო უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც შრომითა და ნიჭიერებით აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას და ქმნიან წარმატების საამაყო მაგალითებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს“- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დამოუკიდებლობა და თავისუფლება მარტივად არ მოდის, მაგრამ მისთვის ბრძოლა ღირს – ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ: ვიოლა ფონ კრამონი

მნიშვნელოვანია, საზოგადოება და ხელისუფლება გაერთიანდეს იმ მიზნების გარშემო, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების ოცნება 1918 წლის 26 მაისს: თალაკვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები