“მექანიკა” ახლა გაცილებით ნაკლებად გავრცელებულია, ვიდრე ავტომატური ტრანსმისიის მრავალი ტიპი. მიუხედავად ამისა, მანქანების მფლობელებს შორის ჯერ კიდევ ბევრია “სამპედლიანი” მანქანების გულშემატკივარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სპორტულ სარბოლ ავტოებს. მათგან ყველაზე ძლიერები HotCars-ის ექსპერტებმა დაასახელეს.
მექანიკური ტრანსმისიის მქონე ყველაზე ძლიერი მანქანების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა Koenigsegg CC850-მა, რომელიც აღჭურვილია 5.0 ლიტრიანი 1385 ცხენის ძალის V8 ძრავით და ექვს სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისიით. 0-დან 60 კმ/სთ-მდე (0-97 კმ/სთ) ეს ჰიპერმანქანა აჩქარებს სულ რაღაც 2,5 წამში.
ყველაზე ძლიერი მანქანები მექანიკური ტრანსმისიით:
Koenigsegg CC850 — 1385 ცხ.ძ.
Chevrolet Corvette ZR1 2019 წლის — 750 ცხ.ძ.
Dodge Challenger SRT Hellcat 2023 წლის — 707 ცხ.ძ.
Aston Martin Valour 2024 წლის — 705 ცხ.ძ.
Cadillac CT5-V Blackwing 2024 წლის — 668 ცხ.ძ.
Lamborghini Murciélago LP670-4 SuperVeloce 2009 წლის — 658 ცხ.ძ.
Chevrolet Camaro ZL1 1LE 2018 წლის — 650 ცხ.ძ.
Dodge Viper ACR 2017 წლის — 640 ცხ.ძ.
Ford GT500 Super Snake 2010 წლის — 630 ცხ.ძ.
Porsche 911 GT2 RS 2012 წლის — 608 ცხ.ძ.