LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასახელდნენ არტისტები, რომლებიც ,,ვიქტორიას სიქრეტის” შოუზე იმღერებენ

147
photo-collage.png (14)

შარშან, ისტორიაში პირველად, ,,ვიქტორიას სიქრეტის” შოუ მუსიკალურად მხოლოდ ქალმა არტისტებმა გააფორმეს. გაირკვა, რომ მომავალ ჩვენებაზეც, რომელიც 15 ოქტომბერს გაიმართება, კვლავ ქალი არტისტები იმღერებენ.

ცნობილი გახდა, რომ ,,ანგელოზებს” პოდიუმზე გვერდს კაროლ ჯი, მედისონ ბიარი, მისი ელიოტი და სამხრეთ კორეული ბენდი – TWICE დაუმშვენებენ.

აღსანიშნავია, რომ ლეიბლის გლამურული წარმოდგენების სერია, რომელიც სტარტს 1995 წლიდან იღებს, 2024-ში 6 წლიანი პაუზის შემდეგ ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ისტორიაში პირველი ქალი არტისტებით დომინირებული Victoria’s Secret-ის შოუს ჰედლაინერები – შერი, თაილა და ლისა იყვნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები