ჰარვარდის კვლევამ აჩვენა, რომ ქალიშვილები, რომლებსაც ჰყავთ დასაქმებული დედები, კარიერულ ასპარეზზე უფრო მეტს აღწევენ და გამოიმუშავებენ მეტ ფულს, ვიდრე გოგონები, რომელთა დედები დიასახლისები არიან.
ამავე კვლევის თანახმად, დასაქმებული დედების ვაჟებს ორჯერ უფრო მეტად მოწონთ ბავშვების მოვლა და ოჯახში ყოფნა, ვიდრე იმ ვაჟებს, რომელთა დედებიც დიასახლისები არიან.
კვლევის თანახმად, სამუშაოთი დატვირთული დედები კვირაში ერთხელ ტირიან იმის გამო, რომ განიცდიან სტრესს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ ადამიანები, რომელთა მშობლები დასაქმებულები იყვნენ მათი მოზარდობის პერიოდში. მათ ჰკითხეს რა გავლენას ახდენდა ეს მათზე იმ პერიოდში. კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებს დედების ესმით.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ამბიციური და წარმატებული ვარ, სწორედ იმის გამო, რომ დედაჩემი მუშაობდა. ის იყო მარტოხელა დედა. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია სკოლის შეცვლა დედის სამუშაოს ცვლილებების გამო და შედეგად, ძალიან ადაპტირებადი ვარ გარემოს მიმართ,“- 19 წლის კაილეი კარი ატლანტადან.
„როცა ვუყურებდი დასაქმებულ დედას, შთაგონებული ვიყავი. მე ვნახე, როგორ გახდა ის მაგისტრი და დოქტორი. ის ყველაფერს აკეთებდა, მუშაობდა სრულ განაკვეთზე და ამასთან, იყო მარტოხელა დედა. თავის მაგალითით მასწავლა, რომ უნდა მივიღო განათლება, მასწავლა კომუნიკაცია ადამიანებთან სამსახურში და მის გარეთ. უფრო წარმატებული ვარ იმის გამო, რომ დედას ჰქონდა კარიერა“, – 25 წლის ბლეირ გრეივისი ჩიკაგოდან.
„მე ვნახე, როგორ დაიცვა დედაჩემმა სადოქტორო ხარისხი მაშინ, როცა ის 3 შვილს ზრდიდა მარტო. როცა ვკითხე, როგორ მოახერხა ეს, მან უბრალოდ მიპასუხა – უნდა გააკეთო ის, რაც უნდა გააკეთო. მეც ანტრეპრენერობისკენ მიმავალ გზაზე ვსწავლობდი და ვიზრდებოდი“, – 44 წლის ჩერილ ლავლინი.
„ვუყურებდი როგორც მუშაობდა დედა ყოველ დღე და მადლიერი ვარ, რაც მან გააკეთა როგორც მარტოხელა დედამ. ვუყურებდი, როგორ ხშირად იღებდა კრიტიკას და იღებდა მაშინ, როცა ის თავის საქმეს საუკეთესოდ ასრულებდა. ამან ჩემი პატივისცემა გააასმაგა. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, გავუძლებდი თუ არა იმას, რაც მან გაიარა. მისმა გამძლეობამ და თავგანწირვამ შთამაგონა და მომცა ძალა ქალთა უფლებების ადვოკატირებისთვის, რათა აღმოვუჩინო მხარდაჭერა დასაქმებულ დედებს“, – 30 წლის ფილიპ ბლექითი ბოსტონიდან.