LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმებული ქალების 56% მსხვილ ბიზნესში მუშაობს

106

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ  568 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.2% ქალია.

მსხვილ ბიზნესში დასაქმებულია დასაქმებული ქალების მთლიანი რაოდენობის 60%, მცირე ბიზნესში კი 23%.

საქსტატის ცნობით, ანალოგიური ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც.  ქალები მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა  56%-ს შეადგენენ , მცირე ბიზნესის სექტორში კი მათი შრომითი წილი  26%-ია.

დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი ლიდერ პოზიციას იკავებს – თბილისში ქვეყნის მოსახლეობის 64.5 %-ია დასაქმებული.

2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში 48,4 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა (9.3% ზრდა), ვიდრე ეს იყო გასული წლის იმავე პერიოდში. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 568,6 ათასი პირი შეადგინა. აქედან: მსხვილ საწარმოებში დასაქმდა 11 142-ით (3,4%-ით) მეტი ადამიანი, საშუალო საწარმოებში – 9 506-ით (11,3%-ით) მეტი ადამიანი, ხოლო მცირე საწარმოებში –  27 768-ით (26,6%-ით) მეტი მოქალაქე.

დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ მთლიან დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა (24.9%), რომელსაც მოყვება მრეწველობა (19.3%), მშენებლობა (10.7%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.3%), ჯანმრთელობის დაცვა (10.3%).

2015 წლის მე-3 კვარტალში, 2011 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 208 569 კაცით (57.9%-ით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები