LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

58

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, უამინდობის, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის ზონაში.

“განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო მაღალმთიან რაიონებში, სადაც თოვლის საფარმა დაახლოებით 1 მეტრს მიაღწია. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა დაზიანების ადგილებში, რომ დროულად მოეხდინა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ყველა რაიონულ ცენტრს, ქალაქს და მიმდებარე ცენტრალურ დასახლებებს; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოში არსებული აბონენტების მხოლოდ 4-5%”, – განაცხადეს ”ენერგო-პროში”.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია. დასავლეთ საქართველოში გადმოგზავნილია დამატებითი ბრიგადები აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად საწარმოებლად; ისინი აგრძელებენ მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინონ დარჩენილი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g