LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთი რუს ოლიგარქებს შანს მისცემს, სანქციებს თავი დაღწიონ – თუმცა, ერთი პირობით

114
AP22139270153462

რუს ოლიგარქებს შესაძლოა, სანქციები მოუხსნან, თუ უკრაინის აღდგენას დააფინანსებენ. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს, რომელიც წერს, რომ დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ შესაძლებლობას, რუსმა ოლიგარქებმა მათ წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გამოისყიდონ.

Associated Press სანდრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასულ კვირაში, გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, კანადის ფინანსთა მინისტრმა ქრისტია ფრილანდმა კოლეგებს შესთავაზა იდეა, რომ რუს ბიზნესმენებს სანქციები მოუხსნან, თუ ისინი ფინანსურ დახმარებას გაუწევენ ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენას.

Associated Press-ის წყაროს თანახმად, რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების შესაძლო გაუქმების საკითხის განხილვის შესახებ ინფორმირებულია უკრაინული მხარეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g