ამ დროისთვის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში შვიდი პაციენტია მოთავსებული. კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ქარსივაძის ინფორმაციით დაშავებულები კონტაქტურები არიან. მათ უმეტესობას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.
ქარცივაძის ინფორმაციით ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქეა, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია ხერხემალზე უტარდება.
გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.
გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.