პოლიციის მიერ კატალონიის რეფერენდუმის ჩატარების ჩაშლის მცდელობა, ასობით დაშავებულით დასრულდა.
რეფერენდუმი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ არაკანონიერად ცნო, პოლიციამ ვერ ჩაშალა.
ბარსელონას პოლიციის ოფიცერის თქმით, დაშავებულთა რიცხვი 460 -მდე გაიზარდა. ასევე, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაზარალდნენ პოლიციის ოფიცრებიც.
ესპანური მედია წერს, რომ ესპანეთის პოლიციამ კატალონიაში გახსნილი 207 საარჩევნო უბანი დახურა, თუმცა კატალონიის მთავრობა ამბობს, რომ ამომრჩეველთა 50%-მა ხმის მიცემა შეძლო. მათ არჩევანი იმ უბნებზე დააფიქსირეს, სადაც სამართალდამცველები არ შესულან.